ივანიშვილის გუნდისა და მარიონეტული რეჟიმის რიტორიკა კი იდენტურია. ოკუპირებული ცხინვალი მომხდარში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. ოცნების მთავრობაც ოკუპანტების ახალ თავდასხმას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პროპაგანდა არ მუშაობს - რუსეთის განგრძობითი აგრესია სწორედ ივანიშვილის არგაღიზიანების ანუ მოსკოვთან დათმობის პოლიტიკის შედეგია. 11 წელზე მეტია, ოცნება ოკუპაციას სახელს ვერ არქმევს და საერთაშორისო დღის წესრიგში დეოკუპაციას აქტუალობა დაუკარგა.